215_0599_01.MP4.Still112t

საბავშვო თეატრი წარმატებული პრემიერით

  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საბავშვო თეატრის, „ზღაპრის სამყაროს,“ მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი „ჭრიჭინობელა.“

წარმოდგენის სცენარის ავტორი, რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელია, ნუგზარ დათიაშვილი, ხოლო პატარა მსახიობები სცენურ ხელოვნებას პედაგოგ ნინო აბესაძის დახმარებით ეუფლებიან. ხელოვნების მოყვარულმა საზოგადოებამ კმაყოფილებით მიიღო ნორჩი მსახიობების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი.

ვეფხია სამსონიძე