111

საახალწლო განწყობა უმწეოთა სასადილოში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოში წინასაახალწლო განწყობა შეიქმნა. მოსწავლე-ახალგაზრდობისა და ხელოვნების სკოლის აღსაზრდელებმა ბენეფიციარებს მცირე ღონისძიება წარმოუდგინეს. მუსიკალური ნომრები ხალხური და საესტრადო სიმღერებით, ასევე, რამდენიმე ცეკვით იყო წარმოდგენილი. აღნიშნულ დაწესებულებაში, რომელის სერვისითაც 100-მდე შეჭირვებული ადამიანი ყოველდღიურად სარგებლობს, წელს საახალწლო საჩუქრებთან ერთად შემოქმედებითი საღამო მოეწყო.

  ტკბილეულობითა და სურსათით დაკომპლექტებული სასაჩუქრე შეფუთვები სასადილოს სერვისით მოსარგებლეებს მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, გადასცეს. ხელმძღვანელმა პირებმა მათ დამდეგი ახალი წელი მოულოცეს და მომავალში მუნიციპალიტეტის მხრიდან ისინი ხანდაზმულებს მეტ მზრუნველობას დაჰპირდნენ.

ნათია მურუსიძე