archevnebi

საარჩევნო პროცესი ტყიბულში მაღალი აქტივობითა და ექსესების გარეშე მიმდინარეობს

  საპარლამენტო არჩევნები ტყიბულში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. N57-ე ტყიბულის საარჩევნო ოლქში 37 საარჩევნო უბანი, დილის 7 საათზე, გაიხსნა. ხმის მიცემა კი 8 საათიდან დაიწყო.

  ტყიბულის მასშტაბით 22 ათას 573 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, საოლქო კომისიიდან მოწოდებული ინფორმაციით, 15 საათისათვის, დაფიქსირებული მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 9 ათას 682-მა ადამიანმა გააკეთა, მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია და მისი მაჩვენებელი 42,89 %-ია.

მარი ბაბუხადია