rustaveli

„რუსთაველი ჩვენს სასახლეში“ . . .

  „რუსთაველი ჩვენს სასახლეში“ - ამ სახელწოდების ფესტივალი გაიმართა ტყიბულში, რომელიც დიდი შემოქმედის, შოთა რუსთაველის 850 წლისთავს მიეძღვნა.

  ღონისძიებაში ქალაქისა და სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც სპეციალურად მოწვეული ჟიური აფასებდა. კონკურსანტები ერთმანეთს მხატვრულ კითხვაში, ასევე ხელნაწერებისა და ნახატების შექმნაში ეჯიბრებოდნენ. საუკეთესო ავტორები ჟიურის წევრებმა სიგელებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.

ნათია მურუსიძე