vefxistyaosani

რუსთაველი ორპირის საჯარო სკოლაში

  „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორპირის საჯარო სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი ღონისძიება სათაურით, „ყველას ვეფხისტყაოსანი,“ გაიმართა, რომელიც ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, დარეჯან ბაკურაძეს, მიჰყავდა.

  მონაწილეებსა და მსმენელს ამაღლებულ განწყობას უქმნიდა ის ფაქტი, რომ აქ საპატიო სტუმრად იმყოფებოდა ორპირის სოფლის მკვიდრი, „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირადმცოდნეთა კონკურსების ხუთგზის გამარჯვებული, პედაგოგი, პოეტი, ანრო ცირეკიძე. 

მარი ბაბუხადია