IMG_5590

რიგგარეშე სხდომა საკრებულოში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ რიგგარეშე სხდომას ამავე წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. მას დეპუტატებთან, მომხსენებლებთან და თანამომხსენებლებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მერის პირველი მოადგილე, გიორგი ლომთაძე და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომის დაწყებისას შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარის, ბონდო კუბლაშვილის, ხსოვნას.

  დღის წესრიგის მიხედვით 4 საკითხი იქნა განხილული. დადგენილების პროექტი „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის N73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, წარმოადგინა. აღნიშნული ცვლილება განპირობებული იყო 2019 წლის 01 იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთის მიმართვის მიზნით. სულ მისამართი იყო 4 271,2 ათასი ლარი, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები - 3948,6 ათასი ლარი, ხოლო საკუთარი სახსრებიდან - 322,6 ათასი ლარი.

  სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ნაშთიდან მერიის არაფინანსურ აქტივებში 84,9 ათასი ლარი მიიმართა; გზების მშენებლობა - რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებში 1852,0 ათასი ლარი; ბინათმშენებლობის მოვლა-შენახვისათვის - 1014,5 ათასი ლარი; წყალმომარაგების სუბსიდირებისათვის - 387,1 ათასი ლარი; 356,6 ათასი ლარი - ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის; სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის - 41,5 ათასი ლარი; 69,2 ათასი ლარი - სპორტული ობიექტების მოწყობისათვის; კულტურის ობიექტების მოწყობისათვის - 44,0 ათასი ლარი; ხოლო სკოლამდელი აღზრდის ობიექტებისათვის - 98,8 ათასი ლარი.

  საკუთარი სახსრების ნაშთიდან კი, გზების მშენებლობა - რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებისათვის 100,0 ათასი ლარი მიიმართა; ბინათმშენებლობის მოვლა-შენახვისათვის - 115,0 ათასი ლარი; წყალმომარაგების სუბსიდირებისათვის - 52,0 ათასი ლარი; სპორტული ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციისათვის - 49,9 ათასი ლარი, ხოლო სკოლამდელი აღზრდის ობიექტების რეაბილიტაციისათვის - 5,7 ათასი ლარი.

  გარდა ამისა, 2019 წლის საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის დაფინანსებისა და ამავე წლის სავარაუდო პროექტების თანადაფინანსების თანხა (400,0 ათასი ლარი) ჩადებული იყო გზების მოვლა-შენახვის არაფინანსურ აქტივებში, რომელიც დარგების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: 205,0 ათასი ლარი გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციისათვის; ბინათმშენებლობის მოვლა-შენახვისათვის - 30,0 ათასი ლარი; წყალმომარაგების სუბსიდირებისათვის - 20,0 ათასი ლარი; სპორტული ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციისათვის - 75,0 ათასი ლარი; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის კი - 70,0 ათასი ლარი.

  მეორე საკითხი - განკარგულების პროექტი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ „სახელმწიფო სერვისების სააგენტოს“ შორის უსასყიდლო აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის თანხმობის მიცემას შეეხებოდა, რომელიც თაბუკაშვილის ქ.N2-ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემას უკავშირდება, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება.

  სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული 2 განკარგულების პროექტი - მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების „ქართული ოცნება - მრეწველებისა“ და  „ქართული ოცნება - მწვანეთა მოძრაობის“ შექმნისა და რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

  დღის წესრიგის მიხედვით წარმოდგენილი საკითხები საკრებულომ მოსმენითა და კენჭისყრით მიიღო.

მარი ბაბუხადია

IMG_5594 IMG_5598 IMG_5599 IMG_5603 IMG_5605 IMG_5610 IMG_5614 IMG_5624 IMG_5625 IMG_5627 IMG_5630 IMG_5631