ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე, ბონდო კუბლაშვილი, უძღვებოდა.
შეკრებას, დეპუტატებთან ერთად, გამგებლის მოადგილე, გიორგი ლომთაძე და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
დღის წესრიგის მიხედვით ერთი საკითხი იქნა განხილული, რომლის პროექტი, ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ,“ ადგილობრივი საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის N27-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გვენეტაძემ წარმოადგინა.
სადაც აღინიშნა, რომ გაიზარდა გამგეობის ხარჯების მუხლი 25 ათასი ლარით - ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის, დაბაძვლის ხიდის რეკონსტრუქცია - 2 ათას 500 ლარით, 34 ათასი ლარი მიმართული იქნა ჯავახიშვილის ქუჩის ხიდის აღდგენისათვის, 2 ათასი ლარი - მოსწავლეთა სასახლის სახურავისა და ამფითეატრის შეკეთებისათვის, „PINN-ის“ პროექტის თანადაფინანსებისათვის 2 ათას 300 ლარი, 8 ათასი ლარით გაიზარდა ბინათმშენებლობის მოვლა-შენახვის ხარჯები, 8 ათასი ლარით - დასუფთავების ღონისძიებების და 15 ათასი ლარით კი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სუბსიდირება.
წარმოდგენილი პროექტი მსჯელობის შემდეგ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად იქნა დამტკიცებული.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია