რეაბილიტირებულ ჯვარისის საჯარო სკოლას ელისო ჩაფიძემ ინვენტარი და საახალწლო საჩუქრები გადასცა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის ხანძრით დამწვარ და ახლადრეაბილიტირებულ საჯარო სკოლას საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე, სასწავლებლისათვის საჭირო ახალი ინვენტარითა და საახალწლო საჩუქრებით ესტუმრა.

  მასთან ერთად იმყოფებოდნენ ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი კახაბერ კუპატაძე და სხვა სტუმრები. გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს სტუმრებს მოსწავლეებმა. მოკრძალებული საზეიმო მხატვრული ნომრებით წარსდგნენ ისინი მათ წინაშე.

ნანა რაზმაძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.