rasadrodis

„რა? სად? როდის?“ გამარჯვებული „ოსკაროსნები“ გახდნენ

  ადგილობრივი გამგეობის მხარდაჭერითა და დაფინანსებით თეატრში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. მასში 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას. 

  I ადგილი „ოსკაროსნებმა,“ ხოლო II - გუნდმა - „უცებ“ მოიპოვეს. ისინი გამგეობისაგან ფულადი პრიზებით შესაბამისად 150 და 100 ლარის ოდენობით დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა, გამარჯვებულს სპეციალური თასიც გადაეცა.

  ღონისძიებას ესწრებოდნენ გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, გამგებლის მოადგილეები, შალვა გაბრიაძე და გიორგი ლომთაძე, სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები და მოაზროვნეთა გულშემატკივრები.

მარი ბაბუხადია