პროექტს - „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურები დაემატა

  იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე, ბესიკ გოფოძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტს ეწვია. ვიზიტის მიზანი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის, „დანერგე მომავალის,“ შესახებ სიახლეების გაცნობა და მოსახლეობის ინფორმირებულობა იყო. წელს ამ პროექტს ქვეკომპონენტი „კენკროვანი კულტურები“ დაემატა, რაც ითვალისწინებს ლურჯი მოცვის, მაყვლისა და ჟოლოს ბაღების განაშენიანებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემისა და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100%-ით სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას, 0,15 ჰა-დან 0,5 ჰა ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე. ეს საშუალებას იძლევა ქვეყანაში მცირე ფერმერული მეურნეობები განვითარდეს და მოსახლეობამ სარგებელი მიიღოს. განსაზღვრულ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, ტყიბულშიც საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა თუ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ელეტქროენერგიის წყაროდან არაუმეტეს 800 მეტრის მანძილზე, ხოლო წყლის რესურსი (სარყწავი არხი, მდინარე, ტბა, ჭა ან ჭაბურღილი), არაუმეტეს 500 მეტრის დაშორებით.

  პროექტი ოთხ ეტაპად მიმდინერეობს და პირველ ეტაპზე, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის ლაბორატორიული ანალიზი, რაც შესატყვისი უნდა იყოს მრავალწლიანი კულტურის განაშენიანებისათვის. დაფინანსების შემთხვევაში მიწის ანალიზისათვის გაწეული ხარჯიც ანაზღაურებული იქნება.

  ბესიკ გოფოძე, როგორც გუბერნიიდან ამ პროექტის კოორდინატორი, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ტყიბულელ ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს, ჯერ ორპირში, ხოლო მოგვიანებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში შეხვდა. პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყიბულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა გააკეთეს და პროექტის კომპონენტები დეტალურად განიხილეს. საგულისხმოა, რომ ერთ ჰექტარზე მოსული ლურჯი მოცვი  9 ტონა მოსავალს იძლევა და კილოგრამის ფასი 5 ლარს შეადგენს, რაც 45 ათასი ლარის ფინანსურ სარგებელს მისცემს მეპატრონეს. ვიცე-გუბერნატორმა და პრეზენტატორებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მოსახლეობას მაქსიმალური ჩართულობისაკენ მოუწოდეს.

  დაინტერესებულ პირებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ვებ.გვერდზე www.apma.ge

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია