პროექტის, „დავასუფთაოთ საქართველო,“ პრეზენტაცია ტყიბულში

   „დავასუფთაოთ საქართველო,“ - ამ სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი,“ შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს.

  „ორქისის“ ექსპერტებმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასა და სამსახურების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოთხოვნების სიახლეების შესახებ. პროექტის ფარგლებში მოხდება საველე სამუშაოების წარმოება, რის შედეგადაც შესწავლილი იქნება სპონტანური ნაგავსაყრელებით გამოწვეული გარემოს დაბინძურების დონე.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.