ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეთა კონცერტი გაიმართა, რომელიც ტრადიციულად სკოლის პედაგოგს, ნინო აბესაძეს, მიჰყავდა. მან გაამხნევა პატარები, რომელთათვისაც სასცენო დებიუტი, მოჭარბებულ განცდასა და მღელვარებასთან ერთად, სასიამოვნო ემოციების მომგვრელიც იყო. ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს სკოლის აღსაზრდელთა ახალი სახეების გაცნობასა და წარმოჩინებას. 23 მონაწილე საფორტეპიანო, საორკესტრო, საესტრადო და ხალხური განყოფილებებიდან იყო წარმოდგენილი. შესრულდა როგორც ქართველ, ისე უცხოელ კომპოზიტორთა კლასიკური ნაწარმოებები, ასევე, სიმღერები, სულ 27 საკონცერტო ნომერი.
პირველკლასელთა საპრეზენტაციო ღონისძიებამ აპლოდისმენტების ფონზე წარმატებულად ჩაიარა.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია