215_0599_01.MP4.Still059

ორპირში გამარჯვებული ნორჩი მოჭადრაკეები დააჯილდოვეს

  ორპირში, საჭადრაკო კლუბის, „ტყიბულის,“ დამწყებ მოჭადრაკეთა ჩემპიონატი გაიმართა. 13 მოთამაშეს შორის შეჯიბრება წრიული სისტემით, უმცროს და უფროს ასაკობრივ კატეგორიებში, ჩატარდა. I ადგილის მფლობელები გახდნენ: ანი ავალიანი, თიკო კვარაცხელია და მათე მიქაბერიძე, II და III ადგილი კი საბა მესხორაძემ და რეზი ჭიქაბერიძემ გაინაწილეს. ასპარეზობა კომპოზიციებში ანუ ამოცანების ამოხსნაშიც მოეწყო, რომლის გამარჯვებულიც - რეზი ჭიქაბერიძე, ხოლო პრიზიორები - მათე გვეტაძე და მართა ივანეიშვილი გამოვლინდნენ.

  აღსანიშნავია, რომ ორპირის ჯგუფში მეცადინეობა ორი წელია, რაც აღდგა და მისი მასწავლებელი, გამოცდილი მწვრთნელი რამაზ ბერეკაშვილია.

ნათია მურუსიძე