ორპირის სკოლის გუნდი მხიარული სტარტების გამარჯვებულია

   საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური შეხვედრები  მხიარული სტარტებით დასრულდა, რომელსაც სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

   აქტივობაში ჩართულნი იყვნენ ტყიბულის N1, N4, N6, N7 და სოფლების: საწირის, ორპირის, კურსებისა და გელათის საჯარო სკოლების  2006-07-08-09 და 2010-11 წ.წ დაბადებული მოსწავლე ვაჟებისა და გოგონებისაგან შემდგარი 8 გუნდი.

 შეჯიბრი გაიმართა სამ სახეობაში სლალომში, ბაგირის გადაზიდვასა და ესტაფეტაში. მონაწილეებს ჟიური შესაბამისი ქულებით აფასებდა, რომელთა ჯამური მაჩვენებლით მხიარული სტარტების გამარჯვებული ორპირის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი - ტყიბულის N7-მ, ხოლო მესამე - გელათის სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს.

  მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულები რეგიონალურ შეჯიბრებებში ჩაერთვებიან, ხოლო აღნიშნულ ეტაპზე გამოვლენილები ფინალურ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას.

  ღონისძიება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. საშეჯიბრო გეგმა-გრაფიკის მომზადებას, მსაჯების, ტექნიკური პერსონალის შერჩევასა და საჭირო სპორტული ინვენტარით აღჭურვას კი, - სპორტული ცენტრი და საფეხბურთო კლუბი ,,მეშახტე'' უზრუნველჰყოფდნენ.

მარი ბაბუხადია

78844737_3251463401590446_5426205374745149440_o 79026272_3251464508257002_9171398259648757760_o 79085846_3251463634923756_2140542989439598592_o 79339547_3251464431590343_7011318782534615040_o 79663657_3251464421590344_2181081128457207808_o 79932941_3251463998257053_3787881604240637952_o 80006508_3251464688256984_8401598223076032512_o 80108746_3251463964923723_6742956495597469696_o

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.