215_0599_01.MP4.Still112.p

ორდღიანი უფასო სამედიცინო აქცია ტყიბულსა და თერჯოლაში

  ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, ინიციატივითა და პატრონაჟით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ორდღიანი უფასო სამედიცინო აქცია მოეწყო. თბილისის პედიატრიული „პრივატ-კლინიკის“ ცამეტამდე მიმართულების წამყვანმა სპეციალისტმა, 0-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, 22-23 აპრილს, უფასო სამედიცინო მომსახურეობა გაუწია.

  მთლიანობაში, ორ მუნიციპალიტეტში, ამ სერვისით 1500-მდე პაციენტმა ისარგებლა.

ნათია მურუსიძე