333

ორდღიანი ტურის მოლაშქრეები ცუცხვათის ციხესთან დაბანაკდნენ

  „გელათის მონასტერი - ცუცხვათის მღვიმოვანი - ახალსოფლის წყალსაცავის“ ახალი ტურისტული ბილიკის პირველ მოლაშქრეთა 40 კაციანი ჯგუფი, 15 კმ-ის გავლის შემდეგ, ცუცხვათის ისტორიულ ციხესთან დაბანაკდა. ახალგაზრდებმა აქ, საკმაოდ გრძელი გზის გავლის მიუხედავად, კარვები გაშალეს და მიღებულ შთაბეჭდილებებსა და ემოციებს გულწრფელად გამოხატავდნენ. მათ წასახალისებლად, უკვე მეორედ, ამჯერად ცუცხვათში, იმერეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, გრიგოლ დალაქიშვილი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან, თემურ ჩუბინიძესთან და მერის I მოადგილესთან, გიორგი ლომთაძესთან, ერთად მივიდა. სტუმრებმა საღამო მოლაშქრეებთან ერთად გაატარეს.

  აღნიშნული პროექტი, რომელიც 25 კმ-იან საფეხმავლო ბილიკს მოიცავს, „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა,“ მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, განახორციელა.

ნათია მურუსიძე