215_0599_01.MP4.Still234

ორდღიანი სამედიცინო აქცია ტყიბულის მოსახლეობისათვის

  საქართველოს პარლამენტის წევრის, ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, ინიციატივითა და მისი სრული ფინანსური მხარდაჭერით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ორდღიანი უფასო სამედიცინო აქცია მოეწყო. ღუდუშაურისა და ჩაჩავას სახელობისა და პედიატრიული „პრივატ კლინიკის“ წამყვანი ექიმების შემადგენლობა სოფლებს, მუხურასა და ორპირს ეწვივნენ. მოსახლეობას 9 სხვადასხვა დარგის სპეციალისტის მომსახურებით შეეძლო სარგებლობა.

  აქციის მსვლელობით, როგორც მუხურაში, ისე ორპირში, მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე, პირადად დაინტერესდა. იგი სათითაოდ გაესაუბრა მედპერსონალსა და ადგილზე მისულ მოსახლეობას.

   სამედიცინო აქციას ორგანიზება მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების, ასევე, მუხურისა და ორპირის საჯარო სკოლების დირექციის დახმარებით, გაუწია.