ოლიმპიური ჩირაღდანი ტყიბულში

ოლიმპიურ ცეცხლს ტყიბულის მუნიციპალიტეტი ორგანიზებულად მომზადებული დახვდა. ესტაფეტის მთავარი სიმბოლო ჩვენი ქალაქის დამსახურებულმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა, თემურ ძაგნიძემ ჩაიბარა. მარათონში მასთან ერთად სახელოვანი სპორტსმენები: პაატა ჩაფიჩაძე, ოლეგ ფანჩულიძე, მალხაზ ფორჩხიძე, ვალერ კობახიძე და კოტე ჭარხალაშვილი მონაწილეობდნენ და ჩირაღდნის გადაცემაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. „ოლიმპოს ცეცხლი“ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სპორტული ცენტრის დირექტორმა, ვალერ კობახიძემ ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე აიტანა.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.