ოთარ კახიძე ბიოგრაფია - Copy

ოთარ კახიძე : „ახალი ენერგიით საქართველოს წინსვლისთვის“

  თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებულ N50-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, 15 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რეგისტრირებული. აქედან, 13 პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 2 - საინიციატივო ჯგუფიდანაა წარმოდგენილი.

  საზოგადოებაში დიდი ინტერესია, იცნობდნენ დეპუტატობის კანდიდატებს. შევეცადეთ, მოგვეპოვებინა მათ შესახებ ინფორმაციები, რომელსაც პოლიტიკური რეკლამის ფარგლებში ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს.

 ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

პარტიული ნომერი - 5

ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

  ოთარ კახიძე დაიბადა 1983 წლის 7 ივლისს, თბილისში. დაამთავრა თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის აღმასრულებელი განათლების პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

  გავლილი აქვს მენეჯმენტის კურსები ჰარვარდის საჯარო პოლიტიკის სკოლასა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში. აგრეთვე, ევროსასამართლოში წარმომადგენლობის პროგრამა ლონდონის მეტროპოლიტან უნივერსიტეტში.

  2005-09 წლებში მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, იყო ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანი და მუშაობდა სხვადასხვა მნიშვნელოვან კანონპროექტებზე.

  2009-12 წლებში გადავიდა იუსტიციის სამინისტროში, სადაც ხელმძღვანელობდა ანალიტიკურ დეპარტამენტს, აგრეთვე იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

  ოთარი უშუალოდ მონაწილეობდა იუსტიციის სახლების რეფორმის შემუშავებასა და განხორციელებაში, ხელმძღვანელობდა ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს, აგრეთვე მონაწილეობდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დანერგვაში. მისი უშუალო ჩართულობით შემუშავდა და წარმატებით დაინერგა სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა, სამართლებრივი სტატისტიკისა და ანალიტიკური მოდული, ამოქმედდა ახალი პროგრამები სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის ფარგლებში, როგორიცაა განრიდება და არასრულწლოვანთა მედიაციის პროგრამები.

  2013 წლიდან მუშაობდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის იურისტად, იყო თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლებრივი პროგრამის ლექტორი.

  2013-16 წლებში ოთარი იყო საერთაშორისო იურიდიული კომპანია „ბიჯიაი ლეგალის“ პარტნიორი და ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. საერთაშორისო ასპარეზზე მოიგო ყველა დავა, რომელიც უკავშირდებოდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ინტერპოლით ძებნას.

  2016 წლის ივნისში მოიგო ვანო მერაბიშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.