xelnaweri

ნორჩ კალიგრაფისტთა კონკურსი

   მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ნორჩ კალიგრაფისტთა შიდა კონკურსი მოეწყო. მასში ჩართულნი იყვნენ I - დან V კლასების ჩათვლით საჯარო სკოლის მოსწავლეები, სულ 16 მონაწილე.

  გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ნომინაციებში ,,საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევარი“ და ,,ორიგინალური გადაწყვეტა“, რომლებიც  დიპლომებით დაჯილდოვდნენ. სიგელებით დასაჩუქრდა, ასევე, ყველა მონაწილე პროექტში აქტიური ჩართულობისათვის.

მარი ბაბუხადია