terjola

„ნაბიჯმა ტყიბულმა“ თერჯოლის დღის ცენტრს საჩუქრები გადასცა

  „ზრუნვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესაფერისი და სტიმულირებული გარემოსათვის“, - ამ სახელწოდების პროექტი თერჯოლის მუნიციპალიტეტში  ორგანიზაციამ, „ნაბიჯი ტყიბულმა“, მისი ხელმძღვანლის, გიგა სოფრომაძის, ინიციატივით განახორციელა.

  ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „PIN~ისა“ და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით სასწავლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრს, „იმედის სხივს“, სხვადასხვა ინვენტარი გადაეცა. ღონისძიებას თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ნათია მურუსიძე

ანი კახიძე