giga01

„ნაბიჯი ტყიბული“ - ორ ახალ სასწავლო პროგრამას განახორციელებს

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ შეხვედრა მოაწყო თემაზე, სათაურით - „გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის განხორციელება.“ შეკრებაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „ნაბიჯი ტყიბულის,“ თავმჯდომარე, შშმ პირები და სხვა წარმომადგენლები. „ნაბიჯი ტყიბულის“ თავმჯდომარემ, გიგა სოფრომაძემ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სასწავლო-დასაქმების ორი პროგრამა წარმოადგინა. პირველ პროექტს, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემია ახორციელებს, მეორე კი - ებრაელ იუველირსა და ოსკარ შინდლერის აკადემიის დამფუძნებელს, მაქს მეირ შავიტს, ეკუთვნის.

მარი ბაბუხადია