51348120_2435042246565903_6546683241858859008_o

მუხურის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სოფელ მუხურაში, მოსახლეობასთან, კონსულტაცია გაიმართა. შეკრებას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე,  საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ სოფლის მცხოვრებლებს, ისე როგორც სხვა დასახლებების კრებებზე, პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. გარდა ამისა, აქ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე და იმ ამოქმედებული შეღავათების შესახებ ესაუბრნენ, რომლითაც მუხურის მოსახლეობა 1 იანვრიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებით, სარგებლობს.

  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის განსაზღვრული თანხების გაორმაგების შემდეგ, მუხურაში ნაცვლად 10 ათასი ლარისა, 20 ათასი ლარი დაიხარჯება. აღნიშნული სახსრებით, მოსახლეობის მიერ კონსულტაციაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სოფელში არსებული სასაფლაოები შეიღობება და ასევე, მგზავრთა ორი მოსაცდელი მოეწყობა.

მარი ბაბუხადია