muxura2

მუხურის მთის გასაწმენდად 2 დღეა, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს

  ტყიბული-მუხურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გაწმენდა გრძელდება. უკვე ორი დღეა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლები, მათ შორის,  ვიცე-გუბერნატორი, გიორგი ჭიღვარია მობილიზებული ჯგუფისა  და სპეც-ტექნიკის მუშაობას ადგილზე ეცნობიან. აღსანიშნავია, რომ ინტენსიური ნალექის შედეგად თოვლის საფარმა, ერთი ღამის განმავლობაში, საგრძნობლად მოიმატა, რამაც განაპირობა გუშინდელი გაწმენდილი გზის ხელმეორედ გასუფთავება, რაშიც კომუნალურ გაერთიანებას ,,საქნახშირი (ჯი-აი-ჯი) ჯგუფის“ მძლავრი მექანიზმი ეხმარება.

ნათია მურუსიძე