მუნიციპალიტეტის პირველობა მინი-ფეხბურთში დაიწყო

 

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის პირველობა მინი-ფეხბურთში, საწირის საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე, უკვე რამდენიმე წელია, ტრადიციულად იმართება. ტურნირი მიზნად ისახავს ფეხბურთის პოპულარიზაციასა და სპორტის ამ სახეობაში მოსახლეობის მასობრივ ჩართულობას. ასევე, ახალგაზრდებისათვის ზაფხულის სეზონის ხალისიანად და საინტერესოდ გატარებას.

  წელს მონაწილეთა რაოდენობამ 220 მოყვარულ მოთამაშეს გადააჭარბა, რომლებიც 18 გუნდად არიან დაკომპლექტებულნი. შეჯიბრს ხელმძღვანელობას მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახური, ა.(ა)ი.პ. „სპორტული ცენტრის“ მსაჯთა კოლეგიის დახმარებით უწევს.

   გახსნის ღონისძიებას ტყიბულის მუნციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც სიტყვით მიმართეს მონაწილეებსა და გულშემატკივრებს და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს მას. დებულების შესაბამისად ტურნირი იმართება ოთხ ჯგუფში  ერთ წრედ. თითოეული გუნდის შემადგენლობა 6 ფეხბურთელს შეადგენს (5 მოთამაშე, 1 მეკარე). თამაშის ხანგრძლოვიბა 40 წუთია - ორი 20 წუთიანი ტაიმითა და 5 წუთიანი შესვენებით. სულ გაიმართება 32 შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ პირველობას მხარდაჭერა კომპანია  „ლიდერბეთმა“ გაუწია, რომელმაც ჩემპიონატი სასაჩუქრე ბურთებითა და მონაწილეთა ეკიპირებით უზრუნველჰყო.

  მინი-ფეხბურთის პირველობაში გამარჯვებული გუნდები ფულადი პრიზებითა და თასებით დაჯილდოვდებიან, მათ შორის, პირველ ადგილზე გასული მიიღებს 400 ლარს, მეორეზე - 300-ს, ხოლო მეოთხე ადგილის მფლებელი - 200-ს. დასაჩუქრდებიან, ასევე, საუკეთესო მეკარე, მცველი, თავდამსხმელი, ასაკოვანი და ყველაზე აქტიური მონაწილეც.

ნათია მურუსიძე

246 thoughts on “მუნიციპალიტეტის პირველობა მინი-ფეხბურთში დაიწყო

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.