მრავალბინიანი კორპუსების ეზოებისა და სახურავების რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად თაბუკაშვილის ქუჩაზე N38-ში მრავალბინიანი კორპუსის ეზოს რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცვნენ. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და სულ 7 ეზოს მოწყობას ითვალისწინებს. 325 ათას 407 ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ. პ. ს.  ,,ჯეო როუდ ინვესტი" ასრულებს.

     ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგის ფარგლებში დღის განმავლობაში მოხდა ბრეგვაძის ქუჩაზე N10 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის დათვალიერება. 97 ათასი ლარის ღირებულების პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების წესით ხორციელდება, რაც მთლიანობაში 13 კორპუსის სახურავის რეაბილიტაციას მოიცავს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ. პ. ს.  ,,ელიტმშენი" აწარმოებს.

 

მარი ბაბუხადია

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.