215_0599_01.MP4.Still113

„მოძრაობის თეატრი“ მუსიკალური პერფორმანსით

  შემოქმედებითი კავშირის, „გარას,“ ორგანიზებით ტყიბულს კახა ბაკურაძის „მოძრაობის თეატრი,“ ოთხკაციანი ჯაზ-ბენდით, ეწვია. პროგრამა სახელწოდებით - „რეჩიტატივი ქალაქში“ თანამედროვე პოეზიისა და ჯაზური მუსიკის სინთეზს წარმოადგენდა. ღონისძიებას სპონსორობა მუნიციპალიტეტის გამგეობამ და „ევექსის“ ტყიბულის ჰოსპიტალმა (დირექტორი იური ელიაშვილი) გაუწიეს. მუსიკისმოყვარულ საზოგადოებას შორის, რესტორან „ძველი ტყიბულის“ დარბაზში, გამგებელი, რობიზონ გვენეტაძეც, იმყოფებოდა, რომელმაც აუდიტორიისათვის მოულოდნელად იმპროვიზირებული ჯაზ-კომპოზიცია შეასრულა.

ნათია მურუსიძე