232257843

მოსახლეობის საყურადღებოდ!

 

  ყოველი წლის 23 ივნისს აღინიშნება საერთაშორისო ოლიმპიური დღე. ამ თარიღთან დაკავშირებით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ეწყობა მასობრივი მძლეოსნური გარბენი და სხვა სპორტული აქტივობები.

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში შაბათს, ა/წ. 23 ივნისს, 10:00 საათზე, ჩატარდება მძლეოსნური გარბენი ( ა.(ა).ი.პ. სპორტული ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან, (ახობაძის ქ. N4) სასტუმრო ,,ტყიბულამდე“) და შეჯიბრი სწრაფ ცურვაში 11:00 საათზე, (საცურაო აუზი).

  ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისაგან.

  გთხოვთ, მობრძანდეთ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,

კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახური