cancer

მოსახლეობის საყურადღებოდ!

  კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრში, ადრეულ სტადიაზე პათოლოგიების გამოვლენის მიზნით, ტარდება უფასო გამოკვლევები შემდეგ დაავადებებზე:

  • ძუძუს კიბო _ 40-70 წლის ასაკში. კვლევა ითვალისწინებს მამოგრაფიას; მამოლოგის კონსულტაციას; ექოსკოპიას (საჭიროების შემთხვევაში); ციტოლოგიას (საჭიროების შემთხვევაში).
  • საშვილოსნოს ყელის კიბო _ 25-60 წლის ასაკში. პროგრამა ითვალისწინებს გინეკოლოგის კონსულტაციას; პაპ-ტესტს; ჩვენების მიხედვით კულპოსკოპიას; ჩვენების მიხედვით ბიოფსიას.
  • წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კიბო _ 50-70 წლის ასაკში. კვლევა ითვალისწინებს სისხლის ანალიზის პროსტატის სპეციფიკურ ანტიგენის ტესტს.
  • კულო-რექტალური მსხვილი ნაწლავის კიბო _ 50-70 წლის ასაკში. პროგრამა ითვალისწინებს ფარულ სისხლდენაზე ტესტირებას; კოლონოსკოპიას (საჭიროების შემთხვევაში); ბიოფსიას (მორფოლოგიით).

  ტყიბულში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, სკრინინგ პროგრამაში მონაწილეობისათვის, „ევექსის“ ტყიბულის ჰოსპიტლის ექიმის მიმართვის ფორმით, შესაძლებლობა ეძლევათ ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრში ჩაიტარონ უფასო დიაგნოსტირება.

სამედიცინო კორპორაციისევექსისტყიბულის ჰოსპიტალი