Cxrajvari+++

მკითხველთა საყურადღებოდ!

  ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტის, მეუფე გიორგი (შალამბერიძის), ლოცვა-კურთხევით, 17 წლიანი შესვენების შემდეგ, აღდგა და გამოვიდა საეკლესიო გაზეთი „ცხრაჯვარი.“

   „მშვიდობა თქვენდა!“ - მაცხოვრის ამ სიტყვებით ესალმება იგი მორწმუნე საზოგადოებას.  „ - მართლმადიდებლური სულისკვეთება გახდა საფუძველი, სულიერი საზრდო მივაწოდოთ მკითხველს, დედა-ეკლესიამ კი გზა უნდა გაგვინათოს ჭეშმარიტების შეცნობისაკენ“ _ ვკითხულობთ შესავალ ნაწილში...

   რეადაქცია  ეპარქიის ღირსეულ წინამძღოლს, მეუფე გიორგის, ანგელოზის დღეს ულოცავს და სარწმუნოებაში, გაბრწყინებული ჯვრით ხელში, ერისა და ბერის გაერთიანებას უსურვებს მას!

  რუბრიკაში, „ოკრიბის სიწმიდეები,“ ქუთაისის ცენტრალური აქრივის დირექტორი, მერაბ კეზევაძე, საინტერესო მასალას გვაწვდის ბუეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის ისტორიიდან. ასევე, გაზეთი ეხმაურება საეკლესიო დღესასწაულებს და მოგვითხრობს წმინდანების შესახებ საინტერესო ცხოვრებისეულ ისტორიებს.

  „ცხრაჯვარი“ იბეჭდება მამა ნიკოლოზის (ქათამაძე) კონსულტაციითა და მრევლთან ერთად მისი შემოწირულობით.