1

მინი-ფეხბურთში ჩემპიონი გუნდი „ქალაქელებია“

  თითქმის ორკვირიანი აზარტული და დაძაბული ასპარეზობის შემდეგ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, 2018 წლის პირველობა მინი-ფეხბურთში დასრულდა. მოყვარული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 18 გუნდიდან გამარჯვებული სამეული ფინალურმა შეხვედრებმა  გამოავლინა. მესამე ადგილისათვის ერთმანეთს კეცხოველის „კეცხოველი“ და საწირის „კურორტი“ დაუპირისპირდნენ, სადაც უპირატესობა, ანგარიშით - 5:4, „კეცხოველმა“ მოიპოვა. რაც შეეხება I და II ადგილებს, გათამაშება ხრესილის „ხრესილსა“ და გამსახურდიას „ქალაქელებს“ შორის მოხდა. გულშემატკივართა მხურვალე შეძახილებისა და აქტიური ქომაგობის ფონზე, მოედანზე მოწინააღმდეგეთა მიერ ერთმანეთის კარში გატანილი რამდენიმე გოლის შემდეგ, ჩემპიონის ტიტული „ქალაქელებს“ ხვდათ წილად, ანგარიშით - 5:4.

  გამარჯვებულები საზეიმო ვითარებაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და ტურნირის ორგანიზატორმა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსმა, ალეკო ბიბილაშვილმა, დააჯილდოვეს. I ადგილზე გასულმა გუნდმა მუნიციპალიტეტისაგან საჩუქრად, ჩემპიონის თასთან ერთად, 400 ლარი მიიღო. ასევე, თასები და ფულადი პრიზები (300 და 200 ლარი) გადაეცათ II და III ადილებზე გასულ გუნდებს.

  შეჯიბრის დებულების შესაბამისად დასაჩუქრდნენ 2018 წლის პირველობის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო მოთამაშეები: მეკარე - გიორგი ანდრიაძე („ჯი. პი. ბი.“), მცველი - გიორგი თოდიძე („ქალაქელები“), ნახევარმცველი - ნიკა ფოფხაძე („კეცხოველი“), თავდამსხმელი - დავით ობოლაძე („ხრესილი“), აქტიური ფეხბურთელი - თორნიკე კირკიტაძე  („კურორტი“), ხანდაზმული მონაწილე - ავთანდილ მანჯავიძე  („გურამიშვილი“).

   გარდა ამისა, კომპანია „ლიდერბეთისაგან“ ჩემპიონატის თითოეულ მონაწილე გუნდს ფეხბურთის ბურთები გადაეცა.

    მინი-ფეხბურთში ტურნირს საწირის საჯარო სკოლის სპორტულმა მოედანმა უმასპინძლა. ჩემპიონატის თანაორგანიზება კი, ა.(ა).ი.პ. „სპორტულმა ცენტრმა“ განახორციელა.

ნათია მურუსიძე

DSCN3738 DSCN3743 DSCN3745 DSCN3757 DSCN3763 DSCN3770 DSCN3782 DSCN37262