მინი-ფეხბურთში ჩემპიონატი დაიწყო

  საქალაქო პირველობა, მოყვარულთა შორის, მინი-ფეხბურთში 25 ივლისს დაიწყო და ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას, ქალაქის უბნებისა და სოფლების წარმომადგენლებისაგან შემდგარი, 21 გუნდი იღებს. შეხვედრებს საწირის საჯარო სკოლის სპორტული მოედანი მასპინძლობს. გამარჯვებულები შესაბამისი ფულადი პრემიებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

  ჩემპიონატს ორგანიზებას გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, „იმერეთის ახალგაზრდულ ასოციაციასთან“ ერთად, უწევს.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.