„მეშახტე“ ახალ სეზონს „ცხინვალთან“ შეხვედრით გახსნის

  გასული წელი „მეშახტემ“ მნიშვნელოვანი წარმატებით დაასრულა, იგი პროფესიული ლიგის წევრი გახდა. ახალ სეზონს ის „პროლიგა 2-ში“ იწყებს და პირველ შეხვედრას 5 მარტს ცხინვალის „ცხინვალთან“ გამართავს, რომელიც ქალაქ რუსთავში გაიმართება. მეორე მატჩზე კი, 10 მარტს, თბილისში ლანჩხუთის „გურიას“ მასპინძლად დახვდება.

  ჩემპიონატზე 4 წრისაგან შემდგარი 36 შეხვედრაა, აქედან 18 - გასვლითი და 18 - საშინაო მატჩი. ამჟამად „მეშახტე“ 18 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, წყალტუბოში გადის საწვრთნელ მომზადებას.

  წლევანდელ გათამაშებაში 10 გუნდი იღებს მონაწილეობას.

  „ყველა თამაშს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ადგილი და წარმატებით ვიასპარეზოთ, რომ გაისისთვის ვიბრძოლოდ „პროლიგა 1-ში“ გადასვლისათვის“ - აღნიშნა საფეხბურთო კლუბის „მეშახტის“ დირექტორმა, რამაზ სანიკიძემ.

  აღსანიშნავია, რომ „მეშახტის“ ყველა შეხვედრის ტრანსლაციის ნახვა შესაძლებელი იქნება ინტერნეტ სივრცეში, YouTube-ს გამოყენებით.

იხილეთ „მეშახტის“ კალენდარი

მარი ბაბუხადია

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.