ყოველკვირეულ თათბირს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, უძღვებოდა. მას საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, საკრებულოს წევრები, სამსახურების უფროსები, ა.(ა).ი.პ-ების დირექტორები, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაციისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თათბირის დასაწყისში მერმა, მერიის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ახლადდანიშნული ხელმძღვანელები, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, თეიმურაზ ცქიფურიშვილი და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ვახტანგ გვენეტაძე, წარადგინა და წარმატებები უსურვა მათ.
თემურ ჩუბინიძემ, მერიის სამსახურებისა და ა.(ა).ი.პ-ების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, განიხილა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ქალაქსა და სოფლებში მიმდინარე, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, სხვადასხვა ღონისძიებები და აქტივობები.
მან განსაკუთრებული აქცენტები ინფრასტრუქტურული მიმართულებით გააკეთა.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია