kalapoti

მდინარე „ტყიბულას“ კალაპოტის გაწმენდით მრავალი პრობლემა მოიხსნება

  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გამგეობის ინიციატივით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში 299 ათასი ლარის ღირებულების მდინარის კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა, შ.პ.ს „გაბიონი 2000“, ასრულებს.

  ხიდის გასწვრივ, ორივე მხარეზე, სულ 700 გრძივი მეტრი მონაკვეთი იწმინდება. ასევე, მოეწყობა ახალი გაბიონი. პროექტის განხორციელებით მიმდებარედ მცხოვრებ ტყვარჩელის ქუჩის მოსახლეობას წლების განმავლობაში მოუგვარებელი საკანალიზაციო სისტემის პრობლემა და დატბორვის საშიშროება მოეხსნებათ.

მარი ბაბუხადია