მდინარე

მდინარე ,,ტყიბულას” კალაპოტის დასუფთავება მიმდინარეობს

  მდინარე „ტყიბულას“ კალაპოტში ხე-მცენარეების მოჭრისა და გადაბელვით სამუშაოებს კომუნალური გაერთიანება აწარმოებს. მიღებული მერქნის აღრიცხვა-დასაწყობების შემდეგ მისი სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე განაწილება მოხდება. ამ დროისათვის სათბობი შეშით 20-მდე ოჯახის განცხადებაა დაკმაყოფილებული და უახლოეს მომავალში კიდევ 25 იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნული გამხმარი და დაავადებული ხე-მცენარეები საფრთხეს წარმოადგენდა მოსახლეობისათვის, მდინარის წყლის ჩახერგვის, ხიდების გამტარუუნარობისა და ამის შედეგად მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის თვალსაზრისით. მრავალწლიანი ხეების მოჭრა და დეკორატიული – გადაბელვითი სამუშაოები გამგეობის შესაბამისი კომისიის მიერ წინასწარი დათვალიერებით, შესწავლითა და კონტროლით ხორციელდება.

მარი ბაბუხადია