მარიამ საკანდელიძე დიპლომით დაჯილდოვდა

  20-21 აპრილს, თბილისში გამართულ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირისა და საერთაშორისო ფონდის, „ახალი სახელები - საქართველოს,“ მიერ ჩატარებულ კლასიკური მუსიკის კონკურსში - „გზა ხელოვნებისაკენ“ მონაწილეობა მიიღო ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის საფორტეპიანო განყოფილების IV კლასის მოსწავლემ, მარიამ საკანდელიძემ (პედაგოგი - ნინო ხაჭაპურიძე). მასში ჩართულნი იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სახელოვნებო სკოლები.

  აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ მარიამი ღირსეულად წარდგა მსმენლის წინაშე და მან  სპეციალური დიპლომი მოიპოვა.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია