samxatvro

მაჟორიტარმა დეპუტატმა გამოფენის მონაწილეებს შობა-ახალი წელი მიულოცა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლაში უმცროსკლასელთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.   დამთვალიერებლის წინაშე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები იქნა წარმოდგენილი. ამ დღეს სასწავლებლის წარმატებული აღსაზრდელები სკოლის ადმინისტრაციამ სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა, ხოლო ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელისო ჩაფიძემ, ისინი საახალწლო ტკბილეულით დაასაჩუქრა.

ნათია მურუსიძე