kursebi

კურსებში, „დედაღვთისას მონასტრის“ მიმართულებით, გზის დაგება დაიწყო

  96 ათას 700 ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, კურსების ადმინისტრაციულ ერთეულში, „დედაღვთისას მონასტრის“ მიმართულებით, ნახევარკილომეტრამდე სიგრძის ბეტონისსაფარიანი გზა დაიგება.

  სამუშაოს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ტობე“ განახორციელებს. პრეზენტაციას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

ნათია მურუსიძე