კონფერენცია ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად

  2017 წლის 17 ივნისს, ქ. ქუთაისში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამართავს რეგიონალურ კონფერენციას თემაზე - „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.“ მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნულ რეგიონებში ტურიზმის სფეროს განვითარებით. მონაწილემ უნდა წარადგინოს ნაშრომი 5-10 ფურცლის მოცულობით, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში ასახული რვა მიზნიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს შესრულებას.

  1. ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდა.
  2. ბიზნესგარემოს გაუმჯობესება ვიზიტების რაოდენობის, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით.
  3. ეფექტიანი მარკეტინგისა და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით ვიზიტორების მოზიდვა მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან, შიდა ტურიზმის სტიმულირება.
  4. კონკურენტუნარიანობის გაზრდა მსოფლიო დონის ტურისტული მომსახურების შეთავაზების გზით.
  5. ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის რესურესების გამოყენებით ტურიზმში უნიკალური ავთენტურობის გამოცდილების შექმნა.
  6. საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა, დაცვა და წარმოჩენა.
  7. მონაცემთა მოპოვებისა და ანალიზის, ასევე, სექტორის განვითარების შეფასების მასშტაბის გაფართოება და გაუმჯობესება.
  8. პარტნიორული ურთიერთობების დამყარება სახელმწიფოს, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

  გამარჯვებული ნაშრომები დაიბეჭდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კრებულში. ავტორები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატები.

  ნაშრომები, ა/წ 5 ივნისამდე, უნდა გადაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  tourism conference@gnta.ge

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა

22 thoughts on “კონფერენცია ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად

  1. I loved as much as you'll receive carried out right here.
    The sketch is attractive, your authored subject matter
    stylish. nonetheless, you command get got an shakiness over that you wish be delivering the following.
    unwell unquestionably come more formerly again as
    exactly the same nearly very often inside case you shield this increase.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.