nagavmzidi

კომუნალურ გაერთიანებას თანამედროვე ტიპის ორი ნაგავმზიდი გადაეცა

  დღეიდან ტყიბულის მოსახლეობას, მყარი ნარჩენების გატანაში, ორი ახალი, თანამედროვე ტიპის, „მერსედესის“ მარკის, ნაგავმზიდი მოემსახურება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აღნიშნული სპეცტექნიკა, დაახლოებით 463 ათასი ლარის სახელშეკრულებო ღირებულებით, ჩვენს მუნიციპალიტეტს გადასცა.

  ამავე პროექტის ფარგლებში, ცოტა ხანში, 100 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერის მიღებაც იგეგმება.

ნათია მურუსიძე