41949922_300000967251419_1010677092615979008_n

Cinema Paradiso-ს კინოჩვენება „საოცრება"

  ა.(ა).ი.პ. ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების“ კამპანიის - „Choose Tkibuli - აირჩიე ტყიბული“ ფარგლებში კინოჩვენებების პროექტი, - ,,Cinema Paradiso“ იწყება.

  ხუთშაბათს, 20 სექტემბერს, 17:00 საათზე, Cinema Paradiso-ს პირველი კინოჩვენება - ,,საოცრება“ გაიმართება და ის სასწავლო წლის დაწყებას მიეძღვნება.

  ,,ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, „ვარსკვლავური ომების“ ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.“

  „საოცრება“ არის ფილმი, რომელიც სასკოლო ასაკის ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებლებს არაერთხელ დაარწმუნებს, რომ მთავარია, აირჩიო სიკეთე.

  ბილეთის ღირებულება - 1 ლარი.