DSCN1825

„კალმოსანთა“ კონფერენცია და ნორჩ მეგზურთა შეკრება მოსწავლეთა სასახლეში

  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურულ სალონში ,,კალმოსანთა“ შემოქმედ მოსწავლეთა, კონფერენცია და ნორჩ მეგზურთა შეკრება გაიმართა, რომელიც დირექციის ორგანიზებით, ესთეტიკური აღზრდის განყოფილებამ ჩაატარა.

 ,,კალმოსანთა“ ნამუშევრების განხილვა და შეფასება სასახლეში წლების წინ დამკვიდრებული, ტრადიციული ღონისძიებაა, რომელიც ამ საგანმანათლებლო სივრცეში ყოველწლიურად ეწყობა და მისი მიზანია მოზარდ შემოქმედთა ნიჭის გამოვლენა, ესთეტიკური გემოვნების დახვეწა, ფანტაზიის განვითარება და ინტერესთა სფეროს გაფართოება.

  ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ: N1, N4, N6 და ორპირისა და ციხიის საჯარო სკოლების 10-მდე მოსწავლე. მათ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი პოეზიის ნიმუშები და პროზაული ნამუშევრები, მათ შორის, მოთხრობები, ჩანახატები და კრიტიკული წერილები წარმოუდგინეს.

 აღსანიშნავია, რომ ნორჩ მეგზურთა შეკრება პროექტით, ,,მე ჩემი კუთხის მეგზური ვარ,“  პირველად მოეწყო. რომელსაც ორგანიზება სასახლის დირექციამ გაუწია.  ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ ასევე, ისტორია-მხარეთმცოდნეობისა და ფოლკლორის კაბინეტები. ათამდე სხვადასხვა პრეზენტაციით შთამბეჭდავი სლაიდშოუს თანხლებით, წარდგნენ N6 საჯარო სკოლის ორი გუნდი და სოფლების-ორპირის, ახალსოფლის, ციხიისა და ცუცხვათის მოსწავლეები.

 ინოვაციური პროექტი-, ,,მე ჩემი კუთხის მეგზური ვარ“ უკავშირდება საქართველოში და ჩვენს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებასა და ამ კუთხით არსებული პოტენციალის წარმოჩენას. კულტურული ძეგლების, ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული მარშრუტების უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას. სასახლის სურვილია ტყიბულელი მოსწავლეების მომზადება იმისათვის, რომ მათ შეძლონ სტუმრებისათვის მეგზურობის გაწევა. გაწაფულები, ზაფხულის პერიოდშიც, ამ კუთხით ტურისტულ კომპანიებს დაეხმარებიან. მომდევნო რესპუბლიკური შეკრება ესტაფეტის სახით ჩატარდება თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში. ერთობლივ ღონისძიებას სასახლის დირექტორის მოადგილე, მადონა ესებუა უძღვებოდა. სპეციალური ჟიურის შემადგენლობაში სასახლის დირექტორთან, გულნაზ ტუკვაძესთან, ერთად იმყოფებოდნენ ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ტურიზმის განვითარების ცენტრის, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები და სხვები.

 ყველა მონაწილე სასახლის დირექციისაგან სიგელით დასაჩუქრდა. აღსაზრდელებმა საინტერესო შეფასებები და გასათვალისწინებელი რჩევებიც მიიღეს ჟიურისაგან.

  სამახსოვრო ბარათები კი ნორჩმა დეკლამატორმა, ნინი დიდებაშვილმა და მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა, კონსტანტინე არსენიძემ და კესო ფანჩულიძემ მიიღეს, რომლებმაც შეკრება მუსიკალური კომპოზიციებითა და პოეზიით გაალამაზეს.

მარი ბაბუხადია

DSCN1812 DSCN1818 DSCN1804