იყიდება ყოფილი პოლიკლინიკის შენობა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge გამოაცხადა ელ-აუქციონი ქალაქ ტყიბულში, თაბუკაშვილის ქ. N10-ში მდებარე ყოფილი პოლიკლინიკის შენობაზე.

ელ-აუქციონი დაიწყო 29.05.2015 წ. 18:00 სთ. და დასრულდება 10.06.2015 წ 18:00 სთ-ზე.

ობიექტის საწყისი საპრივატიზებო ფასია - 20 100.00 ლარი. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია განისაზღვრა საწყისი საპრივატიზებო საფასურის 20%-ით.

 

ელ-აუქციონი არის პირობებიანი. ყოფილი პოლიკლინიკის პრივატიზებისათვის ქონების შემძენი ვადებულია, შეასრულოს შემდეგი პირობები:

 

1. სამედიცინო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება

 

2. სამედიცინო პროფილის შენარჩუნება

 

3. სამედიცინო დაწესებულება უნდა დაიტვირთოს სრულად პროფესიონალი კადრებით

 

4. ამასთანავე, სამედიცინო პროფილის შენარჩუნებას დაემატოს ადგილზე კატასტროფის სამსახურით უზრუნვეყოფა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე:

 

https://www.eauction.ge/Home/EntityView/232604

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა

1 კომენტარი “იყიდება ყოფილი პოლიკლინიკის შენობა

  1. Уведомление: bahis siteleri

კომენტარები გამორთულია