საკრებულო

ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვას მწვავე პოლემიკა მოჰყვა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც, დღის წესრიგით, 14 საკითხი იქნა დამტკიცებული. საკრებულომ 2017 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, რომელიც საფინანსო სამსახურს, დღის წესრიგის მიხედვით, უნდა წარედგინა,  გადადო.

  შეხვედრას  თვითმმართველი ორგანოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი, უძღვებოდა. დეპუტაციის წინაშე 2016 წლის ანგარიშით წარდგნენ სტრუქტურული ერთეულებისა და ა.(ა).ი.პ-ების ხელმძღვანელები. ყველაზე მწვავე პოლიმიკა ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის პროექტების განხილვას მოჰყვა.

ნათია მურუსიძე