012

ინტელექტუალური თამაშის ფინალისტები გამოვლინდნენ

  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ინტელექტუალური თამაშის „რა, სად, როდის?“ შესარჩევი ეტაპი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ჩართულნი იყვნენ ტყიბულის ექვსივე და მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლების, 9-დან 12 კლასების ჩათვლით, მოსწავლეები.

  კონკურსზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, სულ ექვსი გუნდი. დასახელდნენ საუკეთესო მოაზროვნეებიც.

  პროექტის ფინალური ეტაპი 2017 წლის გაზაფხულზე გაიმართება. ჩემპიონი სასახლის გარდამავალი თასის მფლობელი გახდება.

მარი ბაბუხადია