ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის ,,ვერცხლის დარბაზში“ ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ ფინალური შეხვედრა გაიმართა. შეჯიბრი 29 ივლისს დაიწყო და სულ სამ ტურს მოიცავდა. მასში 7 გუნდი იღებდა მონაწილეობას. თითოეული 5-6 მოთამაშით იყო დაკომპლექტებული, მიუხედავად ასაკისა. ლიგის ტიპის შეჯიბრის ყოველი ტური 24 შეკითხვისაგან შედგებოდა. შესაბამისად მოასპარეზეებს სულ 72 შეკითხვა დაუსვეს. სწორი პასუხი კი, 1 ქულით ფასდებოდა. ჯამური ქულებით, გამარჯვებული გუნდი - ,,49“-( 41 ქულა)გახდა, მეორე ადგილი - ,,ალკატრასმა-(32 ქულა)“ ხოლო მესამე კი- ,, ბოინმა“ (28 ქულა) მოიპოვეს. ისინი მერიისაგან ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?“ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა. მას ორგანიზება ტყიბულელმა ახალგაზრდებმა -სანდრო ჭელიშვილმა, გიორგი სოფრომაძემ, გიორგი ყვავავაძემ ასევე, ,,რა? სად? როდის?“ კლუბის წევრმა და შეკითხვების თანაავტორმა, თემურ ცატავამ, გაუწიეს.
ფინალურ შეხვედრას მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, მერიის განათლების კულტურის, სპორტის ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, კულტურის ობიექტების გაერთიანებისა და სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია