24 აპრილს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის ორი მოსწავლის, ლაშა-გიორგი ჩაფიძისა (პედაგოგი - ნინო ხაჭაპურიძე) და არჩილ აბულაძის (პედაგოგი - მაკა სოფრომაძე) გამოსვლა ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართულ ქართული სიმღერების ფესტივალზე „იმერეთის ხმა“ წარმატებული იყო.
ლაშა-გიორგი ჩაფიძე დაჯილდოვდა სპეციალური დიპლომით, ხოლო არჩილ აბულაძემ კი, გაიმარჯვა ნომინაციაში „იმედის მომცემი ხმა.“
აღსანიშნავია, რომ ჟიურის წევრები კომპოზიტორი - მარიკა კვალიაშვილი და მომღერალი - თემურ წიკლაური იყვნენ.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია