gubernia

იმერეთის გუბერნიის დელეგაციამ ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტმა იმერეთის გუბერნიის გასვლით რეგიონალურ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი ინფრასტრუქტურული ობიექტების დათვალიერება და გაცნობა მოხდა.

  მათ გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესი მოინახულეს, ასევე ესტუმრნენ ტყიბულის ჩაის ფაბრიკას. გაეცვნენ სამუშაო პირობებს და მისი წარმოებული პროდუქცია დააგემოვნეს. დელეგაციის წევრებმა სპორტის სასახლეში განხორციელებული სარემონტო სამუშაოებიც ნახეს.

ნათია მურუსიძე