ილია სულამანიძე ევროპის თასის გათამაშების პრიზიორია

  20-21 მაისს, პოლონეთში, ქალაქ ბიელსკო ბიალაში, გაიმართა ევროპის თასის გათამაშება ჭაბუკთა შორის ძიუდოში, სადაც საქართველოს ნაკრები 18 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. შვიდ სხვადასხვა წონით კატეგორიაში ასპარეზობის შედეგად ქართველმა ჭაბუკებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს. 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტყიბულელი ძიუდოისტი, საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ილია სულამანიძე, იღებდა მონაწილეობას. იგი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მთლიანობაში კი, ევროპის თასზე ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა 4 - ოქრო, 2 - ვერცხლი და 5 - ბრინჯაო დაისაკუთრა.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია